მცხეთაში ბებრის ციხის რეაბილიტაცია გრძელდება

მცხეთაში ბებრის ციხის რეაბილიტაცია გრძელდება. რესტავრაციის მეოთხე ეტაპმა, არქიტექტურული კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთის, ჩრდილოეთის კოშკის და მიმდებარე კედლების საძირკვლების მოწყობის სამუშაოები მოიცვა.

დეგრადირებული კონსტრუქციის სეგმენტებზე მოეწყო მონოლითური რკინაბეტონის საძირკვლები. კომპლექსის კედლების შიდა და გარე საპირე წყობა მოპირკეთდა რიყის ქვით. გარე და შიდა საპირე წყობებს შორის შუალედები რკინაბეტონის შემავსებლით გამაგრდა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაზიანებული არქიტექტურული სეგმენტების სამშენებლო აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.