მცირეწლოვნის დაჭრისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

პეკინის გამზირზე სამი წლის ბიჭის დაჭრისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.  მისი ადვოკატის განცხადებით, გამოძიება დაკავებულს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

როგორც უფლებადამცველი განმარტავს, დაკავებულმა დღეს გამოძიებას ჩვენება მისცა, თუმცა მას დაჭრის ფაქტი არ ახსოვს.

ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულს აქვს ფსიქიკური პრობლემები და ის შესაბამის მკურნალობასაც გადიოდა.