მცირე მთავრობის კონცეფცია

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გარდა პარლამენტს სამინისტროების შესამცირებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებიც ეგზავნება.

ახალ მთავრობაში მხოლოდ 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას პრემიერი მომავალ კვირას წარმოადგენს, მანამდე კი უკვე ვრცელდება წინასწარი ვერსიები. კვლავ ინტრიგად რჩება, შეინარჩუნებს თუ არა პოსტს იუსტიციის მინისტრი, რომელიც მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის პირველ სხდომას არ ესწრებოდა. მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვა, სავარაუდოდ, ხმაურის ფონზე ჩაივლის.

ოპოზიციასთან ერთად სამინისტროების შემცირებას მოწინააღმდგეეები საპარლამენტო უმრავლესობაშიც ჰყავს.