მაუწყებელთა კავშირის რეგიონული კონფერენცია

„ციფრული ტრანსფორმაცია“ – პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონულ კონფერენცია-სემინარს მასპინძლობს. მასში 10 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ღონისძიების მიზანი ციფრული მედიის გამოწვევების შესახებ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობაა. სემინარს ესწრებიან ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, რადკა ბეთჩევა და ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი საშა სკოტი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, ეუთო-მ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ რეგიონული კონფერენცია-სემინარი წინა წლებშიც გამართეს. განხილვის მთავარი თემა რეგიონში საზოგადოებრივი მაუწყებლების ტრანსფორმაციის პროცესის ინსტიტუციური და სამართლებრივი გამოწვევები და თანამშრომლობის გზების დასახვა იყო.