„მაუგლის მეთოდი“ - უკანონო საექიმო საქმიანობა

სახიფათოა თუ არა ე.წ. მაუგლის მეთოდი ჩვილი ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის – ქართველ პედიატრს საქმიანობის უფლება ჩამოართვეს და 1 000 ლარით დააჯარიმეს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ მოკვლევა სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ ჩაატარა. მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შესწავლის შემდეგ, ომბუდსმენის აპარატი ბავშვებში მსგავსი მეთოდის გამოყენებას ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ქმედებად და შესაძლო ძალადობად მიიჩნევს. ე.წ. მაუგლის ვარჯიშებით მოსალოდნელ შესაძლო საფრთხეებზე მიუთითებს რეგულირების სააგენტოც, რომელმაც დაადგინა, რომ ქეთევან მერებაშვილს შესაბამისი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთოდ არ გააჩნდა.

მერებაშვილი სამართლებრივი დავის დასაწყებად ემზადება.