მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია

12:36, 08.09.2025

მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენცია ალგებრაში, ანალიზსა და გამოყენებაშია და მასში, ქართველ პროფესორებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერები მონაწილეობენ. მიზანია, მათემატიკურ მეცნიერებებში მომუშავე მკვლევრების, პროფესორების შეკრება და ახალი კავშირების დამყარების ხელშეწყობა როგორც თეორიული და გამოყენებითი მიმართულებებით, ასევე ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სფეროებში. საერთაშორისო კონფერენცია KIU-ში 10 სექტემბერს დასრულდება.

მსგავსი