მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია ქუთაისში

12:40, 07.09.2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, სახელწოდებით – „ალგებრა, ანალიზი და გამოყენებები“. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი სტუდენტები და მეცნიერები მონაწილეობენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის აფილირებული წევრი, პირველად მასპინძლობს კანადელ მათემატიკოსებს. ღონისძიებებში მონაწილეობს ფილდსის ინსტიტუტის დირექტორიც. კონფერენციის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მეცნიერები წარმოადგენენ დარგის უახლეს შედეგებს ალგებრის, ანალიზისა და მათი გამოყენებების მიმართულებებით.

მსგავსი