მათე დევიძის სასამართლო

თითქმის ხუთთვიანი სასამართლო განხილვები დასრულებულია – პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა, თუმცა განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის საბოლოო გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მძიმე რეაქციები და პროტესტი მოჰყვა. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის სასამართლოს ეზოშიც გაგრძელდა. ხმაური იყო პროცესის დაწყებამდეც, სხდომისთვის შერჩეული მცირე დარბაზის გამო მოქალაქეთა ნაწილმა პროცესზე დასწრება ვერ შეძლო, რასაც ასევე დაპირისპირება მოჰყვა. მანდატურებმა რამდენიმე ადამიანი შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.