მათე დევიძის სასამართლო 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის მათე დევიძის პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ამით პროკურატურამ მტკიცებულებების წარმოდგენა დაასრულა, მომდევნო პროცესზე კი – დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს.  მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, კერძოდ დროშის ტარით განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას. წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.