მათე დევიძის საქმე

საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით ბრალდებული მათე დევიძის საქმის არსებითი გნხილვა გრძელდება.

სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. მათ შორის დაზარალებული სამართალდამცავებიც. დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ბრალდებულის დანაშაული არ მტკიცდება. შეგახსენებთ, გამოძიების მიხედვით 19 ნოემბერს, დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს.