მატარებლის ვაგონებში მოწყობილი საკლასო ოთახები

მოსწავლეები სკოლის შენობის გარეშე. ელემენტარული პირობების გარეშე, მატარებლის ვაგონებში მოწყობილი საკლასო ოთახები და გაურკვევლობა, თუ როდის შეიძლება მოგვარდეს პრობლემა, რომელიც უკვე ათწლეულებია არსებობს.

ეს ვითარება, ქეთევან ბერაიას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელს ჩანახჩიში დახვდა.

საჯარო სკოლის შენობის გარეშე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამშიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ კონტრაქტორმა დროულად ვერ შეასრულა.