მასწავლებლის გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყო

12:29, 20.10.2026

მასწავლებლის საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე მასწავლებლებს რეგისტრაციის გავლა ვებ გვერდზე – online.naec.ge 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ვებ გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის აქვს გამოცდაში მონაწილეობის უფლება. მასწავლებლის საგნის გამოცდისათვის რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებელია გამოცდის საფასურის 50 ლარის გადახდა. დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების თარიღისა და განრიგის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მსგავსი