მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელთა დაჯილდოება
ქვეყანაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს აღნიშნავენ.
ტრადიცია გრძელდება – ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას ამჯერად ქუთაისმა უმასპინძლა. გამოვლინდნენ წლის პედაგოგები. საზოგადოებისა და განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია ათ პედაგოგს გადაეცა. საუკეთესო ათეული განათლების სფეროს ექსპერტებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. ლაურეატები სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან არიან.