მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

12:30, 28.10.2025

განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი ათ პედაგოგს გადაეცა. ღონისძიება მასწავლებლის ეროვნულ დღეს ჩატარდა და გამარჯვებულები განათლების მინისტრმა დააჯილდოვა. დაჯილდოვებულებს შორის არიან ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ბურძენიძე, ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი თინათინ ფრუიძე და ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილი.

მინისტრმა თითოეულ პედაგოგს მრავალწლიანი შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მსგავსი