მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დამფუძნებლები თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ის ძირითადი ცვლილებები განიხილეს, რაც 2018 წლის კონკურსის ფარგლებში განხორციელდა. სკოლებს წელს საშუალება ექნებათ, წარადგინონ საკუთარი მასწავლებლები. მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე აპლიკაციების მიღება 20 აპრილამდე გაგრძელდება. შერჩევის ეტაპების გავლის შემდეგ, 1 სექტემბერს ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთს, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს’გადასცემენ. პროექტის ერთერთი მხარდამჭერი „საზოგადოებრივი მაუწყებელია“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა.