მასწავლებეთა აპელაციის შედეგები

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა აპელაციის შედეგები ცნობილია.

3000-მდე გასაჩივრებული ნაშრომიდან შეფასება 1300-ზე მეტ ნაშრომს შეეცვალა. შედეგების ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე დღეიდან არის შესაძლებელი. ცენტრის ინფორმაციით, შედეგების თაობაზე ცნობის ასაღებად აპლიკანტებმა განცხადებით გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართონ, კრედიტ-ქულებთან და სტატუსთან დაკავშირებით კი „მასწავლებლის სახლს“.