მასწავლებელი, რომელიც მომავალს ქმნის
„არასოდეს უნდა შეწყვიტო სწავლა“ – ამბობს მასწავლებელი, რომელიც თითქმის ორი ათწლეულია, საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში ქიმიას ასწავლის. ქიმია მისთვის ყველაფერია – ხელოვნებაა, რომლის ძალითაც ცხოვრების ყველა ფერს შეიგრძნობს. ელისო აბრამიშვილის ინიციატივით შეიქმნა თანამედროვე სტემ ლაბორატორია, სამეცნიერო კლუბები და ბანაკები, რომლებიც ცოდნის აღმოჩენისა და გაზიარების მთავარ სივრცეებად იქცა. მის მოსწავლეებს შორის არაერთი საერთაშორისო კონკურსის წარმატებული მონაწილეა. საჩხერის 2016 წლის საუკეთესო მასწავლებელი, 2026 წელს, განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული გახდა.
ნატა ტაბიძისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები