„მასტერშეფის“ მეოთხე სეზონი იწყება

საქართველოს პირველ არხზე „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონი იწყება.

კულინარიული მეგა შოუს ახალი სეზონისთვის მონაწილეების შერჩევა უკვე დაწყებულია. ყველასთვის კარგად ცნობილმა ჟიურიმ საქართველოს მასშტაბით 12 საუკეთესო მზარეული უნდა შეარჩიოს. ისინი 20 სექტემბრიდან ქვეყნის მთავარი „მასტერშეფის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ.

მარიკა შალიკაშვილი გაგვაცნობს, როგორი იქნება ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუს მეოთხე სეზონი და რა სიურპრიზებს გვიმზადებენ პროექტის ავტორები.