„მასტერშეფის“ გამარჯვებულს ბინა გადასცეს

მასტერშეფის“ მესამე სეზონის გამარჯვებულს, სერგო ოვჩარენკოს ბინა ოფიციალურად გადაეცა.

ყველაზე პოპულარული და რეიტინგული მეგა-შოუს გამარჯვებულს ბინა დეველოპერულმა კომპანიამ, „დემაქს ჯგუფმა“ გადასცა.

საქართველოს პირველი არხის კულინარიული მეგა-შოუს, „მასტერშეფის“ მესამე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა კვირას გახდა ცნობილი. ქვეყნის საუკეთესო მზარეულის ტიტული სერგო ოვჩარენკომ მოიპოვა. კულინარიული მეგა-შოუს მეოთხე სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია.