მასტერკლასი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის

აფხაზეთის ძიუდოს აკადემიაში ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მასტერკლასი ჩატარდა. სპორტსმენებს საკუთარი გამოცდილება ევროპის სამგზის პრიზიორმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და საქართველოს სამგზის და მსოფლიო ჩემპიონმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა გაუზიარეს. ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდა.