​​მასშტაბური ტყის ხანძრები ევროპის ქვეყნებში 

21:55, 24.07.2026

ტყის ხანძრების გამო მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთსა და ესპანეთში.

ორივე ქვეყანა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მარტო ვეღარ უმკლავდება და დახმარებას ევროკავშირს სთხოვს. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა – საერთო ჯამში ესპანეთიდან და საფრანგეთიდან ევაკუირებულია 80 000-ზე მეტი მოქალაქე. სახიფათო ზონები დაატოვებინეს ტურისტებს. ესპანეთში სტიქიის ეპიცენტრია რამდენიმე რეგიონი, საფრანგეთში კი ცეცხლის კერები ძირითადად ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთითაა. ორივე ქვეყანაში უკვე განადგურდა რამდენიმე ათასი ჰექტარი ტყის მასივი. ხანძარმა დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწია. დაიწვა ათეულობით სახლი. დამწვარი ტერიტორიების მოცულობა წინა წლების მონაცემებს მკვეთრად აჭარბებს. მაღალი ტემპერატურა და ქარი ცეცხლის ქრობის პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

მსგავსი