მასშტაბური ტყის ხანძარი კუნძულ კრეტაზე
მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან ევროპაში. საფრანგეთმა და ესპანეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მნიშვნელოვანი დახმარება მიიღეს, მათ შორის საგანგებო სიტუაციებისთვის საჭირო ტექნიკა და პერსონალი. ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუმინეთმა და საბერძნეთმა ორივე ქვეყანაში მიმდინარე მისიების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. მისივე თქმით, კვირის ბოლოს დაზარალებულ ქვეყნებს დამატებით დახმარებას პოლონეთიც გაუწევს.