მასშტაბური სტიქიის გამომწვევი მიზეზები - გეოლოგების დასკვნა

შოვში მომხდარი სტიქიის მიზეზებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა გამოქვეყნდა.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მდ. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. დასკვნის მიხედვით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია 8-10 წუთში.