მასშტაბური სპეცოპერაცია – ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 88 პირი

21:36, 22.01.2026

სპეცოპერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით და 88 დაკავებული – გამოძიება ამბობს, რომ მათი ნაწილი ნარკორეალიზატორი, ნაწილი კი ნარკოდანაშაულში ჩართული პირია.

მტკიცებულებებს შორის სახელდება ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, საკონტროლო შესყიდვების ამსახველი აუდიო-მასალები და ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო მასალები. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებულთა ნაწილი ნარკოტიკების რეალიზაციას სისტემატურად ახდენდა.

დაკავებულებს შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც არიან.

 

მსგავსი