ე. წ. ქურდული გარჩევები და ფინანსური დავების მოგვარების მცდელობა – მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისსა და რამდენიმე რეგიონში.
დააკავეს 45 ადამიანი, კიდევ 15-ს კი ბრალს წაუყენებენ. მათ ქურდული სამყაროს წევრობას, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვას და „კანონიერ ქურდობას“ ედავებიან. საგამოძიებო მასალებში ფიგურირებს რამდენიმე ე. წ. კანონიერი ქურდის სახელი, რომლებიც გამოძიების ცნობით, მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსური დავებში ე.წ. ქურდული ტრადიციებით ერთვებოდნენ. გამოძიება ბრალდებებს რამდენიმე მტკიცებულებით ამყარებს. მათ შორისაა ფარულად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალები.