მასშტაბური სპეცოპერაცია აჭარაში 

21:32, 17.03.2026

ორი უწყების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია აჭარაში და 77 დაკავებული – მათ შორის სამი ქალია.

ყველა მათგანს ქურდულ სამყაროსთან კავშირებს ედავებიან. საგამოძიებო მასალების მიხედვით, დაკავებულებს საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდთან, ასლან ქობულაძესთან ჰქონდათ ურთიერთობა. დანაშაულებრივი სქემა ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ქურდული გადაწყვეტილებების მიღებას და ფინანსური დავების კრიმინალური ავტორიტეტების დახმარებით მოგვარებას გულისხმობდა. თუ გამოძიების ინფორმაციას დავეყრდნობით, კანონიერ ქურდთან კავშირების დამყარებას მისი ძმა უზრუნველყოფდა. საქმეში დევს ფარულად მოპოვებული აუდიო და ვიდეო-მასალები, რომლებიც მუქარის შემცველ ჩანაწერებსაც მოიცავს. სპეცოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე საათში ბათუმის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია მოეწყო. მიზეზი ოპერაციის ჩატარების დროს დაშავებული ქალია. დაზარალებული სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს, ექიმი კი არ ადასტურებს, რომ ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღითაა გამოწვეული. ამ საკითხზე განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმაც, რომელმაც დაჭრის ფაქტი გამორიცხა და მიღებული დაზიანება მინის ჩამსხვრევით ახსნა.

მსგავსი