მასშტაბური საპროტესტო აქციები ესპანეთში
საპროტესტო აქციები გრძელდება ესპანეთშიც, საბინაო კრიზისის გამო. ბარსელონაში დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. კატალონიის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 13 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი. ამასთან, დაშავდა 28 პოლიციელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის ნიღბიანმა მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები, ქვები, სამშენებლო მასალები და სხვა მძიმე საგნები დაუშინეს, კონტეინერებს კი ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ დემონსტრანტებს ბარსელონას საფონდო ბირჟისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცა. ცნობისთვის, მოქალაქეები ბინის ქირის საფასურის ზრდას აპროტესტებენ და გამქირავებლებისთვის რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ.