მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება  

სისხლის სამართლის ხუთი საქმე – ხუთივეში ე. წ. კანონიერი ქურდები ფიგურირებენ.

სპეცოპერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ბრალდებულის სტატუსი აქვს 34 ადამიანს. მათგან დაკავებულია 27 პირი. მათი ნაწილი საქართველოში არ იმყოფება. საუბარია სხვადასხვა ფინანსურ დავაზე, რომელთა მოსაგვარებლად, გამოძიების ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტების გავლენების გამოყენებას ცდილობდნენ. ერთ-ერთ საქმეში ფიგურირებს ე.წ. კანონიერი ქურდი ელმურაზ მამედოვი. გამოძიება ამბობს, რომ კრიმინალური და ქურდული გარჩევების დროს ადგილი ჰქონდა სიცოცხლით მოსპობით მუქარას. გავრცელდა ფარული აუდიო-ვიდეო მასალებიც. ერთ-ერთი საქმის ფიგურანტია დავით მიქაძე, რომელსაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშიც ედება ბრალი.