მასშტაბური სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, ტალღმტეხის არხის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულს ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის ფლოტის გემი ასრულებს. პირველ ეტაპზე გემი ტალღმტეხის გასწვრივ, დაახლოებით ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე, ზღვის ფსკერს სამი მეტრით დააღრმავებს, ამ პროცესს ერთი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც დაიწყება პორტის აკვატორიის ძირითადი ფსკერი დაღრმავდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს. სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი.