მასშტაბური სამხედრო სწავლება შავ ზღვაში 

შავ ზღვაში ნატოს პროგრამის, „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში, მასშტაბური სამხედრო სწავლება „სი ბრიზ 2021“ დაიწყო.

წვრთნები, რომელიც 1997 წლიდან ტარდება, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. სწავლებაში საქართველოც მონაწილეობს. სამხედრო წვრთნების გამართვის გამო შეშფოთებულია რუსეთი, რომელმაც საკუთარი ძლიერების დემონსტრირებისთვის ანექსირებულ ყირიმში სამხედრო წვრთნები გამართა. პარალელურად 24 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამო კრიტიკის ადრესატი გახდა რუსეთი. კრემლს შავ ზღვაში სახიფათო სიტუაციის შექმნაში ნიდერლანდები ადანაშაულებს, რომლის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული ბომბდამშენები ნიდერლანდურ ფრეგატს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ.