მასშტაბური მარკეტინგული კამპანია ყაზახეთში
ტურისტული ნაკადების მოსაზიდად საქართველო ყაზახეთში საიმიჯო კამპანიას მართავს.
ასტანასა და ალმათიში ტარდება პრეზენტაციები და ღონისძიებები – სტუმრებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, ღირსშესანიშნაობებს, პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებსა და პროდუქტებს აცნობენ. სარეკლამო-საპრეზენტაციო ტურნეს ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ ღონისძიებებს 50-მდე ტურ-ოპერატორი დაესწრო. ეს არის მარკეტინგული კამპანიის ნაწილი, რომელიც პრეზენტაციებთან ერთად, ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრებსაც მოიცავს.