მასშტაბური კორუფციული სკანდალი უკრაინაში

21:40, 11.11.2025

ჩხრეკები და ხმაურიანი დაკავებები – უკრაინის ენერგეტიკული სექტორი გამოძიების ინტერესის სფეროა.

ქრთამის აღების მასშტაბურ სქემაზე „ენერგოატომის“ თანამშრომლები აიყვანეს. სქემაში, სავარაუდოდ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები. ჩხრეკა ჩატარდა უკრაინის იუსტიციის მინისტრთან, გერმან გალუშენკოსთანაც, რომლის მიმართ სქემაში მონაწილეობის ეჭვები არსებობს. გამოძიება საუბრობს კრიმინალურ ქსელზე, რომლის საქმიანობის დოკუმენტირების სპეცოპერაცია 2024 წლის ზაფხულში დაიწყო და 15 თვეზე მეტხანს გაგრძელდა. „ენერგოატომმა“ დაადასტურა, რომ მის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობას დებს. გამოძიებას უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური პროკურატურა ერთობლივად აწარმოებენ.

მსგავსი