მასშტაბური კიბერშეტევის გამოძიება

რამდენიმესაათიანი პარალიზების შემდეგ სახელმწიფო უწყებების და მედია-ორგანიზაციების ვებ-გვერდების მუშაობა განახლდა.

28 ოქტომბერს საქართველოს კიბერ-სივრცეზე მომხდარ თავდასხმას მასშტაბებით 2008 წლის შემთხვევას ადარებენ. ფაქტი კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. შეტევის სამიზნე გახდა არაერთი უწყების, კერძო კომპანიის თუ ორგანიზაციის საიტი, სადაც საათების განმავლობაში მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის ფოტო ჩანდა. გამოძიება კიბერ-შეტევის სხვა ქვეყნიდან განხორციელების ალბათობას არ გამორიცხავს, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

ხათუნა გაგნიძე არკვევდა, ვის კვალს ხედავენ სპეციალისტები ჰაკერული თავდასხმის მიღმა.