მასშტაბური ხანძრის მეექვსე დღე კალიფორნიაში. ლოს ანჯელესში დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა უფრო მეტი იყოს. დამწვარია თხუთმეტი ათასი სახლი. სამუშაოს ძლიერი ქარი ართულებს. ამ დროისთვის 100 ათასზე მეტი ადამიანი კვლავ ევაკუაციის ბრძანების ქვეშ რჩება, რადგან ქალაქ პასადენას სამხრეთით ცეცხლს კვლავ ვერ აქრობენ. შეგახსენებთ, კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს 7 იანვრის შემდეგ ებრძვიან.