მასშტაბური ხანძარი თურქეთში

უკვე მეექვსე დღეა, თურქეთში ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. 129 კერიდან 122 ლოკალიზებულია. 7 კერის ჩაქრობას მეხანძრეები ამ წუთებშიც ცდილობდნენ. ცეცხლის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლის. სტიქიის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თურქეთი დახმარებას იღებს მეგობარი ქვეყნებიდან. რეჟეპ ტაიპ ერდოღანს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესაუბრა.