მასშტაბური ხანძრები მსოფლიოში

ევროპაში, თურქეთსა და ამერიკაში ხანძრებს ამ წუთებშიც ებრძვიან. მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარისგან გავრცელებულ ხანძარს საბერძნეთში მსხვერპლიც მოჰყვა. ბოლო 30 წელიწადში ყველაზე მასშტაბურმა სიცხემ ქვეყანაში ხანძრის ათეულობით კერა წარმოქმნა. საბერძნეთს დახმარებას უწევს საფრანგეთი, შვეიცარია, შვედეთი, კვიროსი და რუმინეთი. ვითარება დასავლურმა მედიამ „დენთის კასრად“ უკვე  შეაფასა. მეათე დღეა ხანძარს ებრძვის თურქეთიც. ცეცხლმა ათასობით ჰექტარი გაანადგურა. თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარია. სტიქია მძვინვარებს იტალიაში და ჩრდილოეთ მაკედონიაშიც. კალიფორნიაში კი, მასშტაბური ხანძრის გამო,  ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.