მასშტაბური ხანძრები ევროპასა და აშშ-ში
თურქეთი, საბერძნეთი, გერმანია და შეერთებული შტატები – ანომალიურად მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ ხანძარს რამდენიმე ქვეყანაში ებრძვიან.
განსაკუთრებით რთული ვითარება საბერძნეთშია. კუნძულ კრეტას გარდა, რომელიც სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, ხანძარი გაჩნდა ათენის გარეუბანშიც. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს თურქეთში. იზმირის შემდეგ ტყის ხანძრის ახალი კერა ანტალიაშია. ასობით მეხანძრე მაშველი ებრძვის ხანძარს აღმოსავლეთ გერმანიაშიც, ცეცხლი ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა გავრცელებული, სადაც საბრძოლო მასალის აფეთქების მაღალი რისკი ნარჩუნდება. მძიმეა ვითარებაა ლოს-ანჯელესშიც. ქალაქი, რომელიც იანვარში მასშტაბურმა ხანძარმა ფაქტობრივად გაანადგურა, ისევ სტიქიის ზონაა.