საფრანგეთში სატყეო ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ცეცხლი დაახლოებით 700 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. სტიქიამ მარსელის დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია, განადურდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ადგილობრივების ევაკუაცია დაწყებულია. დაშავებულია ათეულობით ადამიანი. ძლიერი ქარი და უამინდობა ცეცხლის კერების ლოკალიზებას აფერხებს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც. მარსელი საფრანგეთში სტიქიის ერთადერთი ზონა არ არის. სატყეო ხანძარს ებრძვიან ქვეყნის სხვა ნაწილშიც.