ბოლო მონაცემებით, კალიფორნიის მასშტაბურ სატყეო ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა.
დამწვარია 10 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ევაკუირებულია 180 000-მდე ადამიანი. განადგურდა ჰოლივუდის რამდენიმე ვარსკვლავის სახლებიც. ამ მომენტისთვის კვლავ აქტიური რჩება ცეცხლის ხუთი კერა, რომლის ლიკვიდირებას ძლიერი ქარი ხელს უშლის. ხანძარი დასახლებულ პუნქტებში, ჯამში 120 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული. გამოძიება დაწყებულია. ცეცხლი 7 იანვარს პირველად პალისადეს დასახლებაში გაჩნდა და მალევე სწრაფად გავრცელდა.