მასშტაბური იერიში მოსკოვზე

12:26, 20.09.2026

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე ღამით მასშტაბური იერიში განხორციელდა. დაღუპულია სულ მცირე, ორი ადამიანი. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, მხოლოდ ღამით 17 რაიონში 249 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. იერიშის შედეგად დაშავდა სულ მცირე ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დაზიანდა რამდენიმე შენობა და ავტომობილი. ერთ-ერთ რაიონში ხანძარი 21-სართულიანი კორპუსის სახურავს გაუჩნდა, შენობიდან 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დრონების გამო, მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი შეფერხდა, ვნუკოვოს აეროპორტმა კი თვითმფრინავების მიღება და გაფრენა დროებით შეაჩერა.

მსგავსი