მასშტაბური დაპირისპირების საფრთხე 

რთული სიტუაციაა უკრაინის აღმოსავლეთით.

კიევი თავდაცვით რეჟიმზეა გადასული. ხელისუფლების მტკიცებით, რუსეთს დონეცკსა და ლუგანსკში დისლოცირებული საოკუპაციო ძალები მზადყოფნაში ჰყავს მოყვანილი და სათვალთვალო სისტემების რაოდენობას ზრდის. დაძაბულობის ფონზე უკრაინაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს ელოდებიან. ეს იქნება ჟოზეფ ბორელის პირველი ვიზიტი 2022 წელს, რა დროსაც ის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ფრონტის ხაზსაც მოინახულებს. ბორელის ვიზიტი წინ უსწრებს რუსეთ-ამერიკას შორის მოლაპარაკებებს, რომელიც 10 იანვარს იგეგმება. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გამოსარიცხად მოსკოვი დასავლეთისგან დაჟინებით ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს და დასავლეთისთვის წაყენებულ ულტიმატუმებზე პასუხს ელოდება. აშშ და ალიანსი ამ წინადადების განხილვაზე უარს ამბობენ.