მასშტაბური ანტიკორუფციული ოპერაცია – დაკავებულია 21 პირი
კორუფცია, თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება – სამი უწყების მიერ ერთობლივად ჩატარებული ანტიკორუფციული ოპერაციის შედეგად 21 ადამიანი დაკავებული. მათ შორის არიან ჯანდაცვის და თავდაცვის სამინისტროების და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, ექიმები, სამხედრო აღრიცხვის სამსახურის და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმგებელი პირები. გამოძიების თანახმად, დაკავებულები სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებაში, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ეხმარებოდნენ. ყალბდებოდა თითქოსდა შესრულებულ პროექტებთან და მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტებიც. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები საფუძველზე ამოღებულია დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებებიც.