მასობრივი გამოსვლები საფრანგეთში

მასობრივი გაფიცვა და დემონსტრაციები საფრანგეთში – ახალი პრემიერის საბიუჯეტო პოლიტიკას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.

ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა. მოსახლეობას გაფიცვისკენ პროფკავშირებმა მოუწოდეს. საფრანგეთის მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვენ და მთავრობას მოუწოდებენ არ შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები. პროფკავშირები ასევე ეწინააღმდეგებიან ემანუელ მაკრონის 2023 წლის საპენსიო რეფორმას, რომლის მიხედვითაც საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზარდა.