საქართველოში მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება – გურიაში, სოფელ ბოხვაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ განახლებული სოფლის მოედანი საფეხბურთო მატჩით გაიხსნა. ამხანაგური თამაში ადგილობრივ მოსახლეობასა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.