მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაიწყო.

კვირეულის პირველი აქტივობა დღეს, #ვიფლეისთრონგ – საქართველოს ფარგლებში ქალაქ გორში გაიმართა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა 60-მდე გოგონამ მიიღო. აღნიშნული აქტივობით, გორში #ვიფლეისთრონგ კამპანიის ახალი ლოკაცია შეიქმნა. მთელი წლის განმავლობაში პროგრამის მონაწილე გოგონებს რეგულარულ ყოველკვირეულ საფეხბურთო ვარჯიშებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, სალომე ხუბულური და ქალთა საფეხბურთო გუნდის „გორი იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, რიჩარდ ოიებადე ჩაუტარებენ.