მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ორი მოქალაქე გამოიყვანეს

ბათუმში ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევა იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე მოხდა. ორი მოქალაქე მაშველებმა უკვე გამოიყვანეს. ისინი კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.