მაშველებმა ლენტეხში მამაკაცი გადაარჩინეს

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს. დაშავებული, რომელიც 3000 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარება მას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს.

მამაკაცი კონტაქტურია და ის თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. მწვერვალზე მყოფი მამაკაცის შესახებ ინფორმაცია, 112-ში გუშინ შევიდა. მისმა თანმხლებმა პირმა, უსაფრთხო ტერიტორიაზე გასვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება მოახერხა. მოყინული კიდურების გამო, დაშავებული გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

დატოვე კომენტარი