მაშველები თბილისში დაკარგულ ავსტრალიის მოქალაქეს ეძებენ

უკვე რამდენიმე საათია მაშველები თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე ავსტრალიის მოქალაქეს უშედეგოდ ეძებენ. 31 წლის ქალის კვალი, გუშინდელი დღის მეორე ნახევრიდან იკარგება. იქამდე კი, როგორც მისი ახლობლები ყვებიან, ახალგაზრდა ქალი მეგობარს ტელეფონით დაუკავშირდა, რა დროსაც მისი ყვირილის ხმა გაიგეს, – გარკვევით ისმოდა, როგორ ითხოვდა გოგონა შველას. სამძებრო ოპერაციაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, პოლიცია, კინოლოგები და მოხალისეები არიან ჩართულები.

ვაკო ორმოცაძე ცდილობს ახალი დეტალების გარკვევას.