25 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში მოუწევთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი. ირაკლი იზორიას განცხადებით, რეფორმას დადებითი შედეგი ექნება და შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას.