მართვის ახალი მოდელი

ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელი ინერგება.

კანონში შეტანილი ცვლილებები ხვალიდან უნდა ამოქმედდეს. მთავარი სიახლე ის არის, რომ სხვადასხვა სტიქიასთან ბრძოლის თუ კრიზისული ვითარების დროს რეაგირების ვალდებულება მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაეკისრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურს საკუთარი გეგმების თუ კონკრეტული ნაბიჯების შეთანხმება არც ერთ უწყებასთან აღარ მოუწევს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, კრიზისული სიტუაციების აღმოფხვრის პროცესში ჩართვა მოხალისეებსაც შეეძლებათ, რისთვისაც მათ მოსამზადებელი კურსები უნდა გაიარონ.